რუსთავის მერის ხელფასი მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა

1
4193

„თვითმმართველი ქალაქების ხელმძღვანელების თანამდებობრივი  შემოსავლები მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება რუსთავის მერის ანაზღაურებას. მაგალითად, თბილისის მერის დავით ნარმანიას წლიური გასამრჯელო 38 160 ლარს შეადგენს, ბათუმის მერის გიორგი ერმაკოვისა – 38 500 ლარს, ქუთაისის მერის შოთა მურღულიასი – 33 000 ლარს.”- წერს რეგინფო, რომელმაც დავით ჯიქიას თანამდებობრივ სარგოსა და პრემია-დანამატებზე მასალა მოამზადა.

მასალის მიხედვით, რომელიც ქონებრივი დეკლარაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით არის მომზადებული, დავით ჯიქიამ 2015 წელს პრემია და დანამატები 10-ჯერ აიღო. ჯამში რუსთავის მერმა 2015 წელს 59 000 ლარის ანაზღაურება მიიღო, რაც თვეში საშუალოდ 4 917 ლარია. ხელფასთან ერთად, რომლის წლიური ოდენობაც 33 000 ლარს შეადგენს, მან პრემიისა და დანამატის სახით 26 000 ლარი აიღო.

დავით ჯიქიას, მიმდინარე წელს დეკლარაცია ჯერ არ შეუვსია, შესაბამისად რა თანხა მიიღო მან 2016 წელს ჯერ-ჯერობით უცნობია.

1 COMMENT

  1. როდის ეღირსება ამ ქალაქს რომ აქ დაბადებული რუსთაველი ღირსეული მერი ყავდეს ?
    ამოვიდა ყელში სანაცეთიდან გამოჩეკილი და პორტირებული მერები . . .

Comments are closed.