ხანძარი კახეთის გზატკეცილზე

0
563

თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, აეროპორტის ხიდებთან ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ სტამბას გაუჩნდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და ხანძრის ლოკალიზებისთვის აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს. მათივე განცხადებით, ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY