3 აგვისტოს რუსთავის მოსახლეობის ნაწილს ელექტრო ენერგიის მიწოდება შეეზღუდება

0
1243

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 აგვისტოს 10:45-დან 19:00 საათამდე ელექტრო ენერგიის მიწოდება შეეზღუდება რუსთავში მეგობრობის და ლეონიძის ქუჩებს.

გარდა რუსთავისა, ელექტრო ენერგიის მიწოდება შეეზღუდება ქვემო ქართლის სხვა მუნიციპელიტეტის მოსახლეობასაც. 24 აბონენტს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში პატარა ნამტვრიანი და კოდისწყარო, 11:00-დან 19:00 საათამდე 79 აბონენტს დმანისის რაიონის სოფლებში პირველი სალამალეიქი, უსეინქენდი, მამიშლარი და მიმდებარე სოფლებში, 14:30-დან 18:00 საათამდე 3876 აბონენტს გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებაში, გარდაბანში სააკაძის და აღმაშენებლის ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები გამორთულია