მარნეულის მუნიციპალიტეტის ალგეთის თემის 4 სოფელში წყალმომარაგების პროცესი აღდგა

0
468

დღეიდან მარნეულის მუნიციპალიტეტის ალგეთის თემის 4 სოფელში წყალმომარაგების პროცესი აღდგა.

ალგეთის, აზიზქენდის, თაზაქენდის და გაჯისაქენდის მცხოვრებლებისთვის თვეების განმავლობაში პრიორიტეტულ საკითხს სწორედ სასმელი წყლით უზრუნველყოფა წარმოადგენდა. საკითხი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციის ძალისხმევითა და აქტიური ჩართულობით, კომპანია „რუსთავის წყალი“-ს წარმომადგენლებსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად დადაბითად გადაწყდა.

მუნიციპალიტეტებში არსებულ საჭიროებებსა და პრობლემებს, რეგიონის გუბერნატორი, გრიგოლ ნემსაძე აქტიურ რეჟიმში ეტაპობრივად ეცნობა. აღნიშნული პრობლემაც სწორედ ალგეთის თემის მოსახლეობასთან ამგვარი სახის შეხვედრაზე გასულ თვეს გაჟღერდა.

NO COMMENTS