სამხედრო საწყობში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი პირი დაიღუპა

0
205

ოკუპირებულ აფხაზეთში, სამხედრო საწყობში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი პირი დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენელმა მიზან ლომიამ განაცხადა.

„დაღუპულები არიან სანკტ-პეტერბურგის ორი მცხოვრები – ელენა პოლიაკოვა და ელენა ტიმოფეევა“, – განაცხადა ლომიამ.

რუსი ტურისტები დღეს დილით იპოვეს.

გუშინ, ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთის რაიონის სოფელ პრიმორსკოესთან, სამხედრო საწყობში აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა.

წყარო:ipn

კომენტარები გამორთულია