სასამართლომ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულები დამნაშავედ სცნო

0
219

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ჩადენაში ბრალდებულები – დ.კ. და ა.ა. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით.
სასამართლო  პროცესზე  გამოკვლეული  მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბ.შ-მ და ი.ყ.-მ ამ უკანასკნელის დედის მკვლელობა განიზრახეს.  2016 წლის 19 ოქტომბერს, ბ.შ.-მ და ი.ყ.-მ  წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად ლ.ყ. მისსავე საცხოვრებელ სახლში მოკლეს, გვამი  ჩანთაში მოათავსეს და ავტომანქანით გადაიტანეს ბ.შ.-ს ნაქირავებ ბინაში, სადაც სხეული დაანაწევრეს, ხოლო შემდეგ  ქ.თბილისის შემოვლითი გზის მე-13 კილომეტრზე მდებარე ყოფილ ნაგავსაყრელზე დაწვეს.
დ.კ.-მ და ა.ა.-მ იცოდნენ  ბ.შ-ს და ი.ყ-ს მიერ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ,  რაც არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს.
სამართალდამცველებმა დ.კ 2016 წლის 3 ნოემბერს,  ხოლო ა.ა. 4 ნოემბერს დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინათ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და  სასჯელის სახედ და ზომად დ.კ. – ს ორი წლისა და სამი თვის ვადით, ხოლო ა.ა. – ს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY