შედუღების ათი სპეციალისტი პოლონეთში დასაქმდება

0
218

სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება/გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, პროფესიულ კოლეჯ „სპექტრში“ სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ, WorkNet.gov.ge-ზე დარეგისტრირებული შედუღების ათი სპეციალისტი, დროებით პოლონეთში დასაქმდება.

მიმდინარეობს მუშაობა ისრაელთან კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და საზღვარგარეთ დროებითი ლეგალური დასაქმების შესახებ ხელშეკრულებების გასაფორმებლად. ამ მიმართულებით, აქტიურად განიხილება ავსტრიასთან, რუმინეთთან, საბერძნეთთან და კატარის რესპუბლიკასთან თანამშრომლობის გზები.

კომენტარები გამორთულია