ამერიკის ჯარების გენერალმა დმანისში სასწავლო და სარეაბილიტაციო სამედიცინო დაწესებულების მშენებლობის პროცესი დაათვალიერა

0
182

ამერიკის ჯარების გენერალმა, დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად სასწავლო და სარეაბილიტაციო სამედიცინო დაწესებულების მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

პროექტს ამერიკის საელჩოსა და დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით ახორციელებს ,,ამერიკის ჯარების ევროპული სარდლობა საქართველოში“ 770 000️ დოლარის დაფინანსებით.

„სასწავლო და სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობას საფუძველი 2016 წლის სექტემბერში ჩაეყარა, რომელიც გეგმა-გრაფიკით დასრულდება მიმდინარე წლის ოქტომბერში. დაწესებულება ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებისა და ავადმყოფებისთვის, ასევე ჯარისკაცებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის იქნება განკუთვნილი.” -განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ.

სტუმრებმა ქალაქ დმანისში არქეოლოგიური საექსპოზიციო დარბაზი, ნაქალაქარში კი ღია ცის ქვეშ არსებული მუზეუმი დაათვალიერეს.

კომენტარები გამორთულია