თურქეთში მომხდარი ავარიის დროს დაშავებულთა შორის ერთი ქართველია

0
966

თურქეთში მომხდარი ავარიის დროს დაშავებულთა შორის ერთი ქართველია

ინფორმაცია ამის შესახებ საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

დაშავებული ქართველი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მკურნალობა უტარდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

თურქეთში სამგზავრო ავტობუსი სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 5 და დაშავებულია 36 ადამიანი.

ავტობუსი სტამბოლიდან სამსუნში ასრულებდა რეისს. ავარია ქალაქ მერზიფონში მოხდა. დაშავებულები ადგილობრვ საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. ადგილობრივი მედია შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს.

კომენტარები გამორთულია