რას წერს სოციალურ ქსელში გარდაცვილი 22 წლის გოგონას და

0
2352

„აი ეს გოგო, ეს ძალიან ლამაზი და ჭკვიანი გოგო არის ჩემი და, ჩემი იმედი. ასე უნდა ავდგე და გავაგრძელო მე მის გარეშე ცხოვრებაა ?!“ – ამ სიტყვებით ემშვიდობება 22 წლის ნათია თ-ძეს და, რომელიც GEM FEST-ის ფესტივალიდან, უგონო მდგომარეობაში ზუგდიდის საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც ის გარდაიცვალა.
მარიამ თ-ძემ აღნიშნული პოსტი და დის ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. გარდაცვლილი 22 წლის ნათია თ-ძეა, რომელიც „თიბისი ბანკის“ თანამშრომელი იყო.
ახალგაზრდა გოგონას ცხედარს სამხარაულის სახელობის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს ქუთაისის ფილიალში გამოკვლევა უკვე ჩაუტარდა.  სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ გამოკვლევა გუშინვე დასრულდა, დანიშნულია ქიმიური, ბიოლოგიური და პათანატომიური ექსპერტიზები. ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა მოგვიანებით გახდება ცნობილი. გუშინვე, ახალგაზრდა გოგონას ცხედარი ქუთაისიდან თბილისში გადმოასვენეს.
22 წლის ნათია თ-ძე, მეგობრებთან ერთად, ანაკლიაში, GEM FEST-ის ფესტივალზე რამდენიმე დღის წინ ჩავიდა. ახალგაზრდა გოგონა კომატოზურ მდგომარეობაში ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გუშინ, 4 აგვისტოს, გამთენიისას მოათავსეს. ექიმების მცდელობის მიუხედავად, პაციენტი კლინიკაში შესვლიდან 8 საათის შემდეგ გარდაიცვალა.
ახალგაზრდა გოგონას გარდაცვალების ფაქტზე შს სამინისტროში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები გამორთულია