სურამში ავტოსაგზაო შემთხვევას დედა-შვილი ემსხვერპლა

0
1055

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სურამში, რის შედეგადაც გარდაცვლილია დედა-შვილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვეითად მოსიარულეებს ავტომობილი დაეჯახა.

მძღოლი გამოკითხვაზეა გადაყვანილი. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-7 ნაწილით, რაც ავტომობილის მოძრაობის ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

გურიანიუსის ინფორმაციით გარდაცვლილები ჩოხატაურიდან არიან.

კომენტარები გამორთულია