​ქართველი მოსწავლეების წარმატება ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე

0
250

ორი ვერცხლის მედლით დაბრუნდა საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის 29-ე საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადიდან (IOI 2017), რომელიც ირანში, ქ. თეირანში გაიმართა. მედალოსნები გახდნენ – გიორგი კლდიაშვილი (დემირელის კოლეჯის მე-11 კლასი, მზიური) და ნიკა ბირკაძე (კომაროვი, მე-9 კლასი, მზიური).
 „22 წელია მსოფლიო ოლიმპიადებზე ნაკრებს ვხელმძღვანელობ და ასეთი რთული ოლიმპიადა არ მახსოვს. ეს ძალიან რთული და მაღალი დონის შეჯიბრებაა და აქ ასეთი შედეგის მიღწევა ნამდვილად საამაყოა”- აცხადებს გუნდის ხელმძღვანელი გოჩა მანდარია.

განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ნიკა ბირკაძე, რომელმაც უკვე დაიმკვიდრა საქართველოს ოლიმპიადების ისტორიაში თავისი ადგილი, იგი პირველია, ვინც 15 წლის ასაკში მათემატიკისა და ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადებზე ვერცხლის მედლები მოიპოვა. გიორგი კლდიაშვილმაც წლევანდელ ევროპის ოქროს მსოფლიოს ვერცხლიც მიამატა. მანაც მე-9 კლასში ასევე მათემატიკის და ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადებზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

კომენტარები გამორთულია