რატომ გაათავისუფლა რუსთავის მერმა ოთხი თვის დანიშნული მოადგილე, რომელიც სამსახურში აღდგენას სასამართლო გზით ცდილობს

0
3061

11 აგვისტოს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატა თედეშვილი გამოაცხადებს გადაწყვეტილებას გოჩა ლორიას საქმეზე. როგორც ცნობილია, გოჩა ლორია რუსთავის მერის მიერ მისი სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში დაუყონებლივ აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს.

დავით ჯიქიამ, მოადგილე თანამდებობიდან 2016 წლის 16 ნოემბერს, დანიშვნიდან ოთხი თვის თავზე გაათავისუფლა. გათავისუფლების ბრძანებაში მოყვანიალია მხოლოდ ის სამართლებრივი ნორმები, რომლებიც მერს თანამდებობის პირის გათავისუფლების უფლებას აძლევს, თუმცა დოკუმენტში არა არის გათავისუფლების მიზეზი აღწერილი.

გათავისუფლების მიზეზი არ უთქვამს დავით ჯიქიას, თავად გოჩა ლორიასთვის, პირად საუბარშიც. თუმცა, როგორ მოგვიანებით ირკვევა ჯიქია ლორიას კომპეტენციის გამო უშვებს, რაც მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ მედიასთან გაკეთებული კომენტარებითაც დასტურდება.

უფრო მოგვიანებით კი „ტელეგრაფის” კითხვაზე რა იყო გათავისუფლების მიზეზი, ჯიქია პასუხობს რომ ლორია ვერ მოერგო გუნდს.

კულუარებში საუბრობენ, რომ მერს მოადგილის გაშვების გადაწყვეტილება გარემოცვამ მიაღებინა, რომელიც არწმუნებდა, რომ ლორიას მასზე მეტი რეიტინგი ჰქონდა.

როგორც პირად საუბრებში და მედიასთან გაკეთებულ კომენტარებშიც, სასამართლოზეც, მოპასუხე მერიამ, გოჩა ლორიას გაშვების მთავარ მიზეზად მისი არაკომპეტენტურობა დაასახელა. რის მტკიცებულებადაც საქმეში არსებული ორი მოწმის, რუსთავის მერიის პროტოკოლისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის და რუსთავის მერის წარმომადგენელის ჭყონდიდელის დასახლებაში, მოხსენებითი ბარათებია. რომელიც არ არის გატარებული კანცელარიაში და რომლებიც, ორივე მოხელემ მერს პირადად გადასცეს. ნიშანდობლივია, რომ კანცელარიაში გაუტარებელი მოხსენებითი ბარათები, ორივე საჯარო მოხელეს, არჩევნების შემდეგ, თითქმის ერთდროულად, ოთხდღიანი ინტერვალით აქვს დაწერილი.

გათავისუფლების მიზეზებზე კომენტირებისას, გოჩა ლორიას გაშვების მთავარ არგუმენტად თვითმმართელობის ეფექტიანი მუშაობა სახელდება, ანუ მერიის მტკიცებით, ლორიას გადაწყვეტილებები თვითმმართველობის იმიჯს ლახავდა. როგორც ცნობილია, გოჩა ლორიას რუსთავის მერის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში არასდროს მიუღია მერისგან არც სიტყვიერი და არც წერილობითი გაფრთხილება ან საყვედური. უფრო მეტიც, მასზე მერიაში მუშაობის ოთხთვიანი პერიოდის დროს პრემია-დანამატები ყოველთვიურად გაიცემოდა, მერის ყოფილ მოადგილეს თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ხელფასთან ერთად დანამატი ოთხჯერ და ამ ოროვესთან ერთად ერთხელ პრემიაც აქვს მიღებული.

კითხვაზე, თუ რა იყო პრემია-დანამატების გაცემის მიზეზი, მერიაში ჩვენს წერილს ასე უპასუხეს.

„პრემია-დანამატების რაოდენობა და გაცემის წესი განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 აგვისტოს N12 დადგენილების შესაბამისად.”

ქალაქ რუსთავის თვითმმართველობის ოფიციალური პასუხიდან ირკვევა რომ, მერი, რომელიც მოადგილის ოთხთვიანი მუშაობით უკმაყოფილო იყო, მასზე პრემია-დანამატებს ზეგანაკვეთური შრომისთვის და კარგად შესრულებული სამუშაოსთვის გასცემდა.

 

 

 

 

კომენტარები გამორთულია