რუსთავში 53 წლის მამაკაცს ეძებენ

0
1395

რუსთავში 53 წლის მამაკაცს ეძებენ. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი რუსთავში, დავით გარეჯის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში გუშინ გადახტა და დინებამ წაიღო. რა გახდა გადახტომას მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. 

როგორც “ტელეგრაფს” შსს-ში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით აღიძრა და მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები გამორთულია