რა ბედი ეწევა ძველი სასტუმროს ტერიტორიაზე არსებულ მრავალწლოვან ხეებს

0
405

მას შემდეგ რაც, ცნობილი გახდა რომ რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე არსებულ ძველი სასტუმროს შენობას რეკონსტრუქცია ჩაუტარდება, საზოგადოების დიდ ნაწილში გაჩნდა კითხვები შენობის მიმებარე ტერიტორიაზე არსებული მრავალწლოვანი ხეების მიმართ.

„ტელეგრაფი” კომპანია „სან რაის ჰაუსის” ხელმძღვანელს ესაუბრა. როგორც ინვესტორი აცხადებს, არცერთი ხე, რომელიც შენობის მიმდებარე ტერიტორიაზეა არ მოიჭრება, უფრო მეტიც, კომპანია შენობის რეკონსტრუქციის შემდეგ, საცხოვრებელი სახლის ეზოში, სამასამდე ახალი ხის დარგვას გეგმავს, ცენტრალური გზის პირზე კი, უკვე არსებულ მრავალწლოვან ხეებს, ახალი ნერგებიც დაემატება.

ჩვენს კითხვაზე, თუ რატომ არ ჩანს განახლებული შენობის ფოტოებში არსებული ხეები, კომპანიაში გვპასუხობენ, რომ ფოტოებზე ხეები მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო არ მოხვდა, რომ შენობის ფასადი დაინტერესებული პირებისთვის ადვილად აღსაქმელი ყოფილიყო.

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY