ქალმა ქალს ეჭვიანობის ნიადაგზე 30 ჭრილობა მიაყენა

0
1307

ეჭვიანობის ნიადაგზე 50 წლამდე ქალი 45 წლის ქალს თავს დაესხა. დაზარალებულის თქმით, მისთვის უცნობი პირი. ე.წ. სუფრის დანით მასთან მივარდა და 30-მდე ჭრილობა, სახეზე, კიდურებსა და ტანზე მიაყენა.

ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია “იბერია” ავრცელებს. დაზარალებულმა “იბერიასთან” საუბრისას აღნიშნა, რომ ინციდენტი ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.

“ქალი მოვარდა დანით ხელში. სულ დამსერა მთელს სხეულზე. მეზობლებს, რომ არ გადავერჩინე ალბათ მომკლავდა”, – აცხადებს დაზარალებული.

ქარელის საავადმყოფოში ამბობენ, რომ დაზარალებული პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ თავისი სურვილით სახლში წავიდა.

“იბერიის” ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 118-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის თქმით, მომხდარზე აქტიური საგამოძიერბო მოქმედებები მიმდიანრეობს.

კომენტარები გამორთულია