ძველ სასტუმროს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება

0
2029

რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე არსებულ სასტუმრო „თბილისის” მიტოვებულ შენობას რეკონსტრუქცია ჩაუტარდება.

წლების განმავლობაში განადგურებულ ფართს, რომელიც კერძო საკუთრება იყო, მფლობელი შეეცვალა.

შენობას, სადაც საცხოვრებელი ბინები განთავსდება, შეუნარჩუნდება არქიტექტურული სტილი და განახლებული სახით, გაალამაზებს ქალაქის ისტორიულ უბანს.

მშენებლობა ერთ თვეში დაიწყება და გონივრულ ვადებში, მაღალი ხარისხითა და კვალიფიციური მიდგომებით, მომხმარებელზე მორგებული პირობებით, ერთ-ერთი სასურველი საცხოვრებელი ადგილი გახდება.

მხოლოდ და მხოლოდ 14 საცხოვრებელი ბინა, თოთხმეტივე ინდივიდუალური გეგმარებითა და დიზაინით.

საუკეთესო ლანდფშატი, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მრავალწლოვანი ნარგავებით გარშემორტყმული ტერიტორია.

„ელიტარულ სახლს” ისტორიულ უბანში – ქართველი ინვესტორი ჰყავს. მისი მფლობელი კომპანია „სან რაის ჰაუსია”, რომლის სავიზიტო ბარათი, ოთხსართულიანი სახლი ფალიაშვილის ქუჩაზე მშენებლობის აქტიურ ფაზაშია შესული.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე: 595 85 67 84

 

 

 

 

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY