​ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფელ აკაურთაში შიდა საავტომობილო გზის მშენებლობა განხორციელდება

0
190

სოფელ აკაურთაში წლების მანძილზე არსებული პრობლემა მოგვარდება. 

ახალი ასფალტო-ბეტონის გზის საფარის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება. 

მუნიციპალიტეტმა სამუშაოების შესასრულებლად გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, გამარჯვებული გამოვლენილია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება. 

პროექტის ფარგლებში 1, 100  გრძივი მეტრის ასფალტო-ბეტონის გზა დაიგება, ასევე მოეწყობა გვერდულები და სანიაღვრეები.

გზის კეთილმოწყობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდება.

კომენტარები გამორთულია