2017 წელს რუსთავში 14 მილიონ ლარზე მეტი  ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება

0
239

რუსთავის მერი დავით ჯიქია,  ქვემო ქართლის გუბერნატორ  გრიგოლ ნემსაძესა   გუბერნატორის პირველ მოადგილე ალექსანდრე მეტრეველთან ერთად,  დღეს  ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.  რეგიონისა და ქალაქის პირველმა პირებმა რუსთავში გომელაურისა და გრანელის ქუჩებზე, მაიაკოვსკისა და 9 მაისი ქუჩების კვეთაზე,  გზებისა და სანიღვრე სისტემების  სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს, ასევე ადგილზე გაეცნენ #10-ე საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს.

ქვემო ქართლის გუბერნატორის  გრიგოლ ნემსაძის განცხადებით,   პროექტები კარგი ტემპით მიმდინარეობს  და ტენდერით გათვალისწინებულ ვადებში მოხდება სამუშაოების დასრულება.

აღნიშნული პროექტები რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხით ხორციელდება.

,,ინფრასტრუქტურული სამუშაოები რუსთავში აქტიურად მიმდინარეობს, დღეს გავეცანით გომელაურის, გრანელის, რუსთაველის, 9 მაისისა და მაიაკოვსკის ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოებს, ასევე ცურტაველის ქუჩაზე #10-ე  საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს. უახლოეს პერიოდში დასრულდება კიდევ ორი ტენდერი და ამით სრულად ავითვისებთ იმ თანხას, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდიდად ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის გამოეყო რუსთავს“, – განაცხადა რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ.

რეგიონული განვითარების ფონდიდან რუსთავს წელს 8 მილიონ ლარზე მეტი გამოეყო. 2017 წელს, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ქალაქში  14 მილიონ ლარზე მეტი  ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.

კომენტარები გამორთულია