მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზაციის მიზნით ადგილზე მობილიზებულია 70-მდე მეხანძრე-მაშველი

0
420

შინაგან საქმეტა სამინისტრო სსაზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ინფორმაციას ავრცელებს.

„მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზაციის მიზნით ადგილზე მობილიზებულია 70-მდე მეხანძრე-მაშველი, ასევე, საკმარისი რაოდენობით წყლის ცისტერნა. რთული რელიეფური მდებარეობის გამო, სახანძრო-სამაშველო ტექნიკის გადაადგილება გართულებულია. თუმცა, მეხანძრე-მაშველების ეფექტური მუშაობის შედეგად, ხანძრის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე აღარ არსებობს. დასახლებულ პუნქტებს საფრთხე არ ემუქრება.”- წერს თეა პერტაია სოციალურ ქსელში.

კომენტარები გამორთულია