მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა

0
756

მთაწმინდის პარკიდან, “ეშმაკის ბორბლის” მიმდებარე ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.

ამის შესახებ ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

სამართალდამცავების განმარტებით, ხალხის გაყვანა უსაფრთხოების მიზნით მოხდა.

ბოლო ინფორმაციით, ადგილზე ათი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ხანძარი სწრაფად ვრცელდება. ხანძარი მთაწმინდაზე “ეშმაკის ბორბალს” უახლოვდება. ცეცხლი ძნელად მისადგომ ფერდობზე ბალახსა და ხეებს უკიდია. შესაძლოა ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენები გამოიყენონ.

NO COMMENTS