ბოლნისში აგვისტოს ომის გმირები გაიხსენეს

0
927

საქართველო 2008 წელს რუსული ინტერვენციის შედეგად დაღუპულ გმირებს იხსენებს. რუსეთის აგრესიას 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო მოსამსახურე, 14 პოლიციელი და სამი ჟურნალისტი შეეწირა. 30 ათასამდე საქართველოს მოქალაქე კი საკუთარ ქვეყანაში დევნილად აქცია.
აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა შორის 3 მებრძოლი ბოლნისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი იყო. 40 წლის ნოდარ დევნოზაშვილი, 23 წლის ასლან შაინიძე და 18 წლის საბა დადვანი სამსაურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაიღუპნენ.
დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა გოგი მეშველიანმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ ჟორჟოლიანმა და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის თვითმმართველობებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ლევან ჟვანიამ ომის დროს დაღუპულ მეომრებს პატივი მიაგეს და სოფელ დისველში, რატევანსა და ტანძიაში მათი საფლავები ყვავილებით შეამკეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობამ კი დაღუპულთა ოჯახებს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაუწია თითოეულს 500 ლარის ოდენობით.

NO COMMENTS