ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში მორიგი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

0
848

ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში მორიგი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას, რომელსაც მხარის პირველი პირები ესწრებოდნენ, ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე უძღვებოდა.

საბჭოს წევრებმა ერთხმად მოიწონეს რეგიონში განსახორციელებელი, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლების – საფარლოსა და ირგანჩაის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის, გარდაბანში საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალის მოწყობისა და სოფელ აკრიანში, ლოჭინის ხეობაში ნაპირსამაგრი სამუშაოების პროექტები.

„ყოველდღიუ რეჟიმში უნდა მოვიკითხოთ მუნიციპალიტეტებში პროექტების მიმდინარეობა,” – მიმართა გუბერნატორმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს.

NO COMMENTS