გიორგი ხაჭაპურიძის მეგობრები საქმის გადაკვალიფიცირებას მოითხოვენ

0
1202

8 აგვისტოს ბათუმში ნაქირავებ ბინაში, დასასვენებლად მყოფი ორი ახალგაზრდა გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 115 მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანს გულისხმობს. ერთ-ერთი ვერსიით ახალგაზრდები ბიოს მოხმარების შედეგად გარდაიცვალნენ, რასაც მათი ახლობლები კატეგორიულად გამორიცხავენ. ერთ-ერთი გარდაცვლილი რუსთავში მცხოვრები მომღერალი გიორგი ხაჭაპურიძე იყო.

“ტელეგრაფს” გიორგი ხაჭაპურიძის მეგობარი, ბექა მხიარულაშვილი დაუკავშირდა  და მისი მეგობრის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებაზე არსებულ ეჭვებზე ესაუბრა. მხიარულაშვილის თქმით გიორგიმ არაერთხელ მიმართა პროკურატურას და შეატყობინა, რომ აშანტაჟებდნენ.

„არაერთხელ ჰქონდა პროკურატურაში წერილი შეტანილი, რომ მას ემუქრებიან, შანტაჟით, მკვლელობით. პროკურატურამ რეაგირება არ მოახდინა, მის განცხადებებზე. გიორგიზე ვერავინ ცუდს ვერ იტყვის, იმიტომ რომ გიორგი იყო უკონფლიქტო ადამიანი და ის რომ გიორგი იყო ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ და ბიოს მოწევის დროს გარდაიცვალა, ეს არის სრული აბსურდი. და რატომ, ელემენტარული გიორგი სიგარეტს არ ეწეოდა, ეშინოდა, სასმელს ვერ სვამდა, იმიტომ, რომ ეშინოდა არ მომწამლოს და არ მოვკვდეო.” – აცხადებს მხიარულაშვილი და გასულ წელს მომხდარ შემთხვევას იხსენებს.

„მე ამას მტკიცებით ფორმაში ვერ ვიტყვი, ერთ ამბავს გავიხსენებ, გიორგის შემთხვევით დაეჯახა ქალი, მხარი გაჰკრა და გიორგის უთქვამს ქალბატონო ბოდიში მაინც მოიხადეთო, რომ დამეტაკეთო და ამ ქალს ამოუღია იარაღი და თავში ჩაურტყია. ეს არის შარშანდელი ამბავი, პოსტებიც ედო ამაზე გიორგის. ამ კონფლიქტის შემდეგ, იმ ქალის ძმას დაურეკავს შენი ნახვა მინდა შენ გიჩვენებ სეირსო. ჩემი ეჭვით და ვარაუდით გიორგიმ ამის შესახებ პროკურატურას აცნობა, მაგრამ ფაქტი სახეზეა, რომ ბიჭი მოკლეს. გიორგიმ 2 აგვისტოს ჩაწერა სიმღერა მე გარდავიცვალე და 4 ში უკვე მასთან ყველანაირი კომუნიკაცია გაწყდა.”- ამბობს ბექა და ვერსიას, რომელიც გარდაცვლილების განსხვავებული ორიენტაციის გამო მკვლელობას გულისხმობს, გამორიცხავს.

„გიორგი იყო ქართველი ტრადიციული ადამიანი, გამოვრიცხავ მსგავს რამეს. ეს შეილება უკავშირდებოდეს თანხას, როგორც ჩემთვის არის ცნობილი 3000 ლარი ჰქონია თან გიორგის, შეიძლება უკავშირდებოდეს იმ შანტაჟს. მე პირადად ვითხოვ რომ 115 მუხლი შეიცვალოს და გადაკვალიფიცირდეს მკვლელობაზე. მივმართავ პროკურატურას ობიექტურად ჩატარდეს გამოძიება და მკვლელი დაისაჯოს. ძალიან დიდ ამბებს ავტეხავთ სამეგობრო.  შევაკვდები და ამ საქმეს არ დავახურინებ, პერმანენტულ აქციებს მოვაწყობ.” – აცხადებს გარდაცვლილის მეგობარი და დასძენს, რომ გიორგი ხაჭაპურიძის ოჯახიც ფიქრობს, რომ ეს მკვლელობა იყო.

 

 

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY