სატვირთო მანქანა 7 მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა

0
501

ვაშლიჯვარში სატვირთო მანქანა 7 მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

ავარია, სავარაუდოდ, სატვირთო მანქანის გაუმართაობამ გამოიწვია.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან
ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY