Facebook-ის გამოწვევა YouTube-სა და ტელევიზიებს – კომპანია ვიდეოკონტენტის გაფართოებას აპირებს

0
124

Facebook-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ვიდეოკონტენტის გაფართოებას აპირებენ და მომავალში სერიოზული კონკურენციის გაწევას აპირებს როგორც ბაზრის გიგანტ YouTube-ის, ასევე ჩვეულებრივი ტელევიზიებისათვის.

ცალკე გამოყოფილი ვიდეოხაზი Facebook-ის ამერიკელი მომხმარებლისათვის 2016 წელს უკვე ჩაეშვა აშშ-ს მომხმარებელთათვის, თუმცა, დღემდე იქ მხოლოდ მცირე საინფორმაციო რგოლები და სამოყვარულო ვიდეოები იდებოდა.

Facebook-ს განზრახული აქვს ჩასვას ახალი პლაგინი Watch, სადაც განთავსდება სხვადასხვა ვიდეოპროგრამები, მათ შორის ისინი, რომელსაც თავად Facebook-ი დაუკვეთავს. ეს პლაგინი ჯერ აშშ-ს მომხმარებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო შმედეგ მთელს მსოფლიოშ გავრცელდება.

Watch-ი პერსონალიზებული იქნება – მასში მოხვდება ის პროგრამები, რომელიც მომხმარებელს და მის ფეისბუქმეგობრებს მოსწონს. ამასთან, მომხმარებელს მასზე დააკომენტარება და სხვა ინტერაქციის განხორციელება შეეძლება.

“ვიდეოპროგრამის ყურება არაა აუცილებელი პასიური იყოს,” – წერს მარკ ცუკერბერგი.

კომენტარები გამორთულია