ატმოსფერული ჰაერის ინდიკატორული გაზომვების მერვე ეტაპის შედეგები გამოქვეყნდა

0
325

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის ივლისში ჰაერის ინდიკატორული გაზომვების
მერვე ეტაპი ჩაატარა. საქართველოს 20 ქალაქში განთავსებული იყო 134 ცალი ინდიკატორული მილაკი. აქედან აზოტის დიოქსიდის შემცველობის განსაზღვრის მიზნით 68 მილაკი, ოზონის – 28, გოგირდის დიოქსიდის – 28 და ბენზოლის – 10.

ანალიზები ჩატარდა დიდი ბრიტანეთის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში, ხოლო მიღებული შედეგების შეფასება მოხდა ევროკავშირის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ინდექსებთან ჰარმონიზებული სისტემის შესაბამისად.

ყველა წერტილში დაფიქსირდა გოგირდის დიოქსიდის, ოზონისა და ბენზოლის დაბალი ინდექსები.

რაც შეეხება აზოტის დიოქსიდს, მისი მაღალი ინდექსები დაფიქსირდა ქალაქ თბილისში ორ წერტილში: მელიქიშვილის ქუჩასა და მეტროს სადგურ „ტექნიკურ უნივერსიტეტთან“, აგრეთვე ქალაქ ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე. გარდა ამისა, აზოტის დიოქსიდის საშუალო ინდექსები აღინიშნა ქალაქ თბილისის 14 წერტილში, ბათუმის სამ წერტილში, თელავის, ქუთაისისა და ზესტაფონის ორ-ორ წერტილში და ხაშურის, სამტრედიისა და გორის თითო წერტილში.

კომენტარები გამორთულია