განათლების სამინისტრო სკოლებში “ვაშლის დარიგების“ კამპანიას იწყებს

0
301

როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ვაშლის დარიგების კამპანია შემოდგომიდან, თბილისის იმ სკოლებში დაიწყება, სადაც 1000-ზე მეტი მოსწავლეა.

კამპანიის ფარგლებში ვაშლები კვირაში ერთხელ დარიგდება.

“რთული და ძვირი პროექტია. მეორე მხრივ, ამ საკითხში რთული და ძვირი არაფერს დაგვაკლებს. ამ პროექტის მიზანია, შესვენებაზე ბავშვმა შეჭამოს ვაშლი. ვაშლი არის ძალიან ჯანსაღი პროდუქტი“, – აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ. 

აღნიშნულის პარალელურად, სამინისტრო აპირებს კამპანიის წარმოებას, რათა მშობლებმა შვილებს ვაშლი სკოლაში გაატანონ.

თითო ბავშვი კვირაში ერთ ვაშლს მიიღებს. ასეთი მოსწავლეების რაოდენობა დაახლოებით 40 000 -60 000 იქნება

კომენტარები გამორთულია