კომპანია „რუსთავის წყალი” განცხადებას ავრცელებს

0
665
გაგარინის ქუჩაზე, კომპანია „რუსთავის წყლის“ 800 მმ-იანი ცენტრალური მაგისტრალი ავარიულად დაზიანების გამო წყალმომარაგება შეუწყდა რუსთავის მოსახლეობას.
„ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფი. მიმდებარე ტერიტორიის დატბორვის თავიდან აცილების მიზნით, დაიკეტა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია.”- აცხადებენ „რუსთავის წყალში”
და განმარტავენ რომ მოსახლეობას წყლის მიწოდება 12 აგვისტოს დილის 08:00 საათისთვის აღუდგება.

კომენტარები გამორთულია