რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციის დასაკავებლად კანდიდატურა შეირჩა

0
920

“გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის  მუნიციპალური თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციის დასაკავებლად, კანდიდატურების შესარჩევმა სპეციალურმა სარეკომენდაციო საბჭომ, რეჟისორი სოსო ნემსაძე შეარჩია.

კონკურსში მონაწილეობა სულ ხუთმა კანდიდატმა მიიღო, რომელთა შორის, საბჭოს წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, „გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრი“- ს სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე, შერჩეულ იქნა რეჟისორი სოსო ნემსაძე. სარეკომენდაციო საბჭომ სოსო ნემსაძის კანდიდატურა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით უკვე წარუდგინა. 
როგორც რუსთავის მერიაში აცხადებენ, „გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელის დანიშვნის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი უახლოეს პერიოდში მიიღებს. 

სოსო ნემსაძე მიღებული აქვს სერტიფიკატი კულტურის მენეჯმენტის კურსით. 2002 წლიდან მუშაობდა კინოხელოვნების კოლეჯში სამსახიობო ჯგუფის ხელმძღვანელად. 2008 წლიდან შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. 2010 წლიდან არის გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 2014 წლიდან „კომედიის ფესტივალის“ დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი. „საქართველოს რეგიონალური ხელოვნების განვითარების ფონდის“ დამფუძნებელი (2014 წელი). მუშაობდა ა. წუწუნავას სახელობის ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მსახიობად, გორის თეატრის მთავარ რეჟისორად, აგრეთვე შოთა რუსთაველის თეატრის და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ასისტენტ-პროფესორად, 2008 წლიდან ასოცირებულ პროფესორად. 

„გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციის დასაკავებლად კონკურსი ორჯერ ჩაიშალა და გასულ თვეს მესამედ გამოცხადდა. 

კომენტარები გამორთულია