​საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა მაკედონია დაამარცხა

0
645

პირველივე შეხვედრა წარმატებით დაასრულეს ქართველმა კალათბურთელებმა ბულგარეთში. მათ მაკედონიის ნაკრებს 88:53 სძლიეს.

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე  9 აგვისტოს გაემგზავრა.

ევროპის პირველობის B დივიზიონს ბულგარეთის ქალაქი სოფია მასპინძლობს. საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჯგუფში იქნებიან: მაკედონია, დიდი ბრიტანეთი, პორტუგალია, ლუქსემბურგი, კოსოვო.

საქართველოს ნაკრები ბულგარეთში შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა:

ნიკა გურგენიძე, რატი ანდრონიკაშვილი, საბა გიგიბერია, გიორგი ჭეიშვილი, გიგი ტაბაღუა, ზურაბ ვაშაკიძე, ირაკლი სულხანიშვილი, ვლადიმერ თავაქარაშვილი, ალექსანდრე მერკვილაძე, ბიძინა ფეიქრიშვილი, ბექა ბექაია, ლაშა მიქელაძე.

დღეს 21:30 წუთზე საქართველო ბრიტანეთს დაუპირისპირდება.

______________________________

12 აგვისტო  19:15

საქართველო-პორტუგალია

______________________________

14 აგვისტო 14:45

საქართველო-ლუქსემბურგი

______________________________

15 აგვისტო 17:00

საქართველო-კოსოვო

აღსანიშნავია, რომ გუნდში ორი რუსთაველი კალათბურთელია, ზურაბ ვაშაკიძე და გიგი ტაბაღუა რუსთავის 16 წლამდელთა გუნდში თამაშობენ, ტაბაღუა ასევე, რუსთავის “რუსთავის” დუბლეშემადგენლობაშია.

კომენტარები გამორთულია