დაბა კაზრეთში ხანძარი ლიკვიდირებულია

0
248

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, დაბა კაზრეთში საყდრისის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. თითქმის ორი საათის განმავლობაშ მეხანძრეები ხანძრის ლოკალიზებას ცდილობდნენ. როგორც „ტელეგრაფს” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს ცეცხლი 6 ჰექტარზე არსებულ ხმელ ბალახს და ბუჩქებს ეკიდა.

ხანძარი არ გავრცელებულა ახლო მდებარე ტყესა და კოტეჯებზე, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები გამორთულია