ვინ რჩება და ვინ მიდის – „ქართული ოცნების” მერობის კანდიდატები ქვემო ქართლში

0
3547

რამდენიმე დღეში „ქართული ოცნება” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობის კანდიდატების წარდგენას დაიწყებს. „ტელეგრაფისთვის” ქვემო ქართლის რეგიონის შვიდივე მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის ვინაობა ცნობილია.

მოქმედი გამგებლებიდან, მმართველი გუნდის მერობის კანდიდატები იქნებიან ბოლნისში დავით შერაზადიშვილი და წალკაში ილია საბაძე.

ხოლო დანარჩენ 5 მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება” ახალ სახეებს წარადგენს.

რუსთავში – ირაკლი ტაბაღუა, მარნეულში – ამირან გიორგაძე, დმანისში – გიორგი ტატუაშვილი, თეთრიწყაროში –  გიორგი ქორიძე, ხოლო გარდაბანში – რამაზ ბუდაღაშვილი.

გავრცელებული ინფორმაციით „ქართულმა ოცნებამ” გარდაბნის მოქმედი გამგებელი, გოჩა ჯამარაული შესაძლოა ვაკის მუნიციპალიტეტში წარადგინოს.

თავად კანდიდატები გავრცელებულ ინფორმაციას ჯერ-ჯერობით არ ადასტურებენ და პარტიის ოფიციალურ წარდგენას ელოდებიან.

ჩვენი ინფორმაციით, მმართველ პარტიაში კანდიდატების უმრავლესობასთან დაკავშირებით კონსულტაციები უკვე დასრულდა და მათი დასახელება მომავალი კვირიდან დაიწყება.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკრებულოებთან ერთად, ახალ მერს 69 მუნიციპალიტეტში აირჩევენ.

კომენტარები გამორთულია