ქართველი რეჟისორის ნამუშევარი ლოკანოს კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა

0
189

ანა ურუშაძის სადებიუტო ნამუშევარი “საშიში დედა” ლოკარნოს 70-ე საიუბილეო კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა.

ანა ურუშაძის სადებიუტო ნამუშევარი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. იგი საქართველოს (სტუდიები „არტიზმი” და „ჯემინი”) და ესტონეთის (სტუდია „Allfilms”) კოპროდუქციაა. მთავარ როლს კი ფილმში ნატო მურვანიძე ასრულებს.

ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალი შვეიცარიის ქალაქ ლოკარნოში 1946 წლიდან იმართება და ცნობილია როგორც აღმოჩენების ფესტივალი, რადგან მრავალი კინორეჟისორის თუ მსახიობის წარმატებული კარიერა სწორედ ლოკარნოში დაიწყო. იგი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალების ა კატეგორიას მიეკუთვნება, სადაც ყოველწლიურად მთელი მსოფლიოდან არაერთი ცნობილი და წარმატებული კინემატოგრაფისტი და ვარსკვლავები იყრიან თავს.

კომენტარები გამორთულია