გუგლის ხმის ამომცნობ სისტემას უკვე ქართული ენაც ესმის

0
777

გუგლის ხმოვანი სიგნალის ამომცნობ სისტემას 30 ენა დაემატა, მათ შორის ქართულიც. სისტემას ანდროიდის და Gboardy-ის ხმოვანი ძიებისთვის ახლა ჯამში 119 ენის ამოცნობა შეუძლია.

“იმისათვი, რომ პატივი ვცეთ უძველეს ენებს, საუბრის ამომცნობი მხარს უჭერს ისეთ უძველებს ენებს, როგორიცაა ქართული, რომლის ანბანიც მე-10 საუკუნით თარიღდება. ჩვენს ასევე ვამატებთ სუაჰილის და ამარიკს – ორ უდიდეს აფრიკულ ენას, ისევე როგორც ბევრ ინდურ ენას, რათა გავხადოთ ინტერნეტი უფრო მეტად ინკლუზიური,” – ნათქვამია გუგლის ბლოგში.

ინგლისურ ენაზე ხმოვანი ბრძანებით სასურველი “ემოჯის” შერჩევაც უკვე შესაძლებელი. გუგლში ამბობენ, რომ მათი მიზანია ვებზე “ნაკლები წერა და უფრო მეტი საუბარი” იყოს შესაძლებელი.

NO COMMENTS