მარნეულის გამგებელმა თანამდებობა დატოვა

0
580

მარნეულის გამგებელმა, მერაბ თოფჩიშვილმა არჩევნებამდე 2 თვით ადრე საკუთარი უფლება-მოვალეობები შეწყვიტა და თანამდებობა დატოვა, – ინფორმაციას ამის შესახებ რადიო მარნეული ავრცელებს.

თოფჩიშვილმა განთავისუფლების შესახებ განცხადება პარასკევს 11 აგვისტოს დაწერა, საკრებულო კი დღეს, 14 აგვისტოს მიიღებს გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით და მერაბ თოფჩიშვილს უფლებამოსილება შეუწყდება.

კითხვაზე, უკავშირდება თუ არა მისი გადაწყვეტილება მოახლოებულ არჩევნებს და აპირებს თუ არა თოფჩიშვილი მერად კენჭის ყრას, მან განაცხადა რომ ის არ აპირებს. როგორც ცნობილია მმართველ გუნდს მარნეულში მერობის კანდიდატი უკვე შერჩეული ჰყავს.

კანონის მიხედვით, არჩევნებამდე, გამგებლის მოვალეობას შეასრულებს თოფჩიშვილის პირველი მოადგილე.

 

 

კომენტარები გამორთულია