გარდაბანში გოჩა ჯამარაულის მხარდამჭერი აქცია იმართება

0
997

გარდაბნის მუნიციპალიტეტში მოქმედი გამგებლის გოჩა ჯამარაულის მხარდამჭერი აქცია იმართება. აქციის მონაწილეები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერობის პოსტზე მმართველი პარტიიდან გოჩა ჯამარაულის დასახელებას მოითხოვენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მმართველ პარტიას გარდაბნის მერის პოსტზე კანდიდატურა უკვე შერჩეული ჰყავს და ის რამაზ ბუდაღაშვილია. აქციის მონაწილეების თქმით ბუდაღაშვილი ყოფილი ნაციონალია, ისინი მას მხარს არ დაუჭერენ და თუ ოცნება ჯამარაულის კანდიდატურას არ დააყენებს, აქციებს გამართავენ.

 გავრცელებული ინფორმაციით, ჯამარაულის კანდიდატურას პარტია ვაკეში განიხილავს.

კომენტარები გამორთულია