არის თუ არა ჩართული ქვემო ქართლის გუბერნატორი კანდიდატების შერჩევის პროცესში

0
647

ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ, გუშინ გარდაბანში, მოქმედი გამგებლის, გოჩა ჯამარაულის მხარდამჭერი აქციის შესახებ კომენტარი არ გააკეთა.

„ინფორმირებული ვარ, რომ აქცია გაიმართა, მაგრამ კომენტარისგან თავს შევიკავებ”- განუცხადა ჟურნალისტებს გუბერნატორმა.

რაც შეეხება მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს და მმართველი პარტიის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებს, ნემსაძე აცხადებს, რომ ის შერჩევის პროცესში კომპეტენციის ფარგლებში ერევა. გუბერნატორმა თავი შეიკავა კანდიდატების დასახელებისგან და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათ ვინაობას თავის დროზე გაიგებენ.

 

 

კომენტარები გამორთულია