გრიგოლ ნემსაძე რუსთაველ სპორტსმენს ბექა გურულს შეხვდა

0
161

ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ ბერძნულ-რომალურ სტილით ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის, ევროპის ჩემპიონი, რუსთაველი სპორტსმენი ბექა გურულს უმასპინძლა.

გუბერნატორმა, ბექა გურულს ბოსნია-ჰერცოგოვინაში, ქალაქ სარაევოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება- ოქროს მედლის მოპოვება მიულოცა და მადლობის სიგელი გადასცა.

,,სტუმრად გვყავდა ევროპის ჩემპიონი ჭაბუკთა შორის ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში. ის ევროპის ჩემპიონი გახდა, რაც ძალიან სასიხარულო ფაქტია. ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონი არ გვყოლია. დღეს შევხვდით ბექას და მის მწვრთნელს, გადაუხადეთ მადლობა და მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებები ვუსურვეთ“, – განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ.

ბექა გურული რუსთავის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ საოჯახო ტექნიკით დაასაჩუქრა.

„რუსთავს ბექა გურულის მსგავსი ძალიან ბევრი ახალგაზრდა და წარმატებული სპორტსმენი სპორტსმენი ჰყავს, ამიტომ ადგილობრივი ხელისუფლების ვალია მოწესრიგებული იქნას სპორტული ინფრასტრუქტურა, იმისათვის, რომ მათ კიდევ უფრო მეტ წარმატებებს მიაღწიონ“, – განაცხადა ნოდარ შეროზიამ.

 

 

კომენტარები გამორთულია