გარდაბნის თბოელექტროსადგურმა მუშაობა განაახლა

0
380

გარდაბნის თბოელექტროსადგურმა ოთხთვიანი პაუზის შემდეგ ელექტროენერგიის წარმოება განაახლა.

სადგური 17 აპრილს გაზაფხულისა და ზაფხულის პერიოდში მდინარეების წყალუხვობისა და ჰიდროელექტროსადგურების ეფექტურობის გაზრდის პარალელურად სარეზერვო მდგომარეობაში გადავიდა.

ამჟამად, თბოსადგური შეუფერხებლად სრული დატვირთვით მუშაობს.

კომენტარები გამორთულია