ისლანდიაში დაღუპულ ნიკა ბეგაძეს 26 აგვისტოს ჩამოასვენებენ

0
232

ისლანდიაში, გულფოსის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულ ნიკა ბეგაძეს საქართველოში, რუსთავში 26 აგვისტოს, დილის 3 საათსა და 35 წუთზე ჩამოასვენებენ.

გადმოსვენებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი უზრუნველყოფს.

14 აგვისტის, ისლანდიაში გულფოსის ჩანჩქერთან, მდინარეში ადამიანის ცხედარი იპოვეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს 19 ივლისს გაუჩინარებული ქართველი, 22 წლის ნიკა ბეგაძე იყო.

19 ივლისის მერე სამძებრო სამუშაოები არ შეწყვეტილა.

ნიკა ბეგაძე გულფოსის ჩანჩქერზე სათევზაოდ წავიდა და გაუჩინარდა. მის ავტომობილთან ანკესები, მობილური ტელეფონი და პასპორტი იპოვეს. ის სწავლის და მუშაობის მიზნით საზღვარგარეთ 2016 წლის მაისში წავიდა – ჯერ პოლონეთში, მერე ისლანდიაში. ნიკა ბეგაძე პროფესიით პროგრამისტი იყო.

კომენტარები გამორთულია