ქუთაისი-მენინგენის რეისი მიუნხენში დაფრინდა

0
560

ქუთაისის აეროპორტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ამის მიზეზი ძლიერი ელჭექი გახდა. შედეგად, მენინგენიდან მომავალი მგზავრები საქართველოში გამოფრენას ვერ ახერხებენ. მათ ავიაკომპანია ალტერნატიულ მარშრუტებს შესთავაზებს.
„გაცნობებთ, რომ ქუთაისი – მემინგენის რეისი W6 6409, რომელიც ქუთაისიდან გაფრინდა 19:17 სთ-ზე, მენინგენში არსებული ძლიერი ელჭექის გამო დაფრინდა მიუნხენში. ბორტი ქუთაისის მიმართულებით მიუნხენიდან გამოფრინდება, ხოლო მენინგენიდან მომავალ მგზავრებს, ავიაკომპანია ალტერნატიულ მარშრუტებს შესთავაზებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, მენინგენის აეროპორტში 180-მდე მგზავრია, რომელიც საქართველოში გამოფრენას ელოდება.

კომენტარები გამორთულია