ამერიკული ავიაკომპანიები მსურველებს მზის დაბნელების ნახვას თვითმფრინავებიდან სთავაზობენ

0
294

ამერიკული ავიაკომპანიები მგზავრებს სპეციალურ მომსახურებას სთავაზობენ, რათა მათ მზის სრული დაბნელების ნახვა თვითმფრინავიდან შეძლონ.

მას უკვე დაარქვეს “დიდი ამერიკული დაბნელება“, რომელსაც ამერიკის თოთხმეტი შტატიდან დააკვირდებიან და რაც უკვე 99 წელია არ მომხდარა.

ამ მომსახურებისთვის კომპანიამ Alaska Airlines უკვე დანიშნა სპეციალური რეისი, რომელზე მოხვედრაც მხოლოდ მოსაწვევებით შეიძლება. თვითმფრინავი ორეგონას შტატის ქალაქ პორტლენდიდან დილის 7:30 სთ-ზე გაფრინდება და სანაპიროს გასწვრივ იფრენს 1600 მეტრ სიმაღლეზე. ამის შესახებ კომპანია სპეციალურ განცხადებაში წერს.

თითქმის იგივეა გათვალისწინებული ავიაკომპანიის Southwest Airlines დღის წესრიგითაც. მათი რეგულარული რეისების საშუალებით ცოტად თუ ბევრად მზის დაბნელების ნახვა ხდება შესაძლებელი. თუმცა, ავიაკომპანიის წარმომადგენლების განცხადებით ისინი, უსაფრთხოების მიზნით, არ გადაკვეთენ დაბნელების ხაზს.

მზის სრული დაბნელება 21 აგვისტოს იქნება და 160 წამი გაგრძელდება.

კომენტარები გამორთულია