ბორჯომში ხანძრის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ

0
115

ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბასთან ცეცხლი დაახლოებით ერთ ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული.

ადგილზე სატყეო სააგენტოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების თანამშრომლები მუშაობენ. ცეცხლის ქრობაში მონაწილეობს სოფელ დაბის მოსახლეობაც. სამუშაოებში ვერტმფრენიც ჩაერთო. ცეცხლის ლოკალიზებას ხელს ქარიც უშლის.

 

კომენტარები გამორთულია