გოგონა, რომელიც, საქართველოდან საბერძნეთში მიმავალ ავტობუსის რეისზე დაიბადა

0
931

ამბავს, რომელიც 23 წლის მოხდა მისი მთავარი გმირი იხსენებს, ნინო 23 წლის წინ საქართველოდან საბერძნეთის მიმართულებით მიმავალ ავტობუსში დაიბადა.

“1994 წლის ნოემბერში დედაჩემი ჩემს დებთან ერთად თბილისიდან საბერძნეთის მიმართულით, ბატონი ნუგზარის ავტობუსით მოდიოდა. მაშინ, ჯერ კიდევ ოფისი ახალი დაარსებული იყო და ბატონი ნუგზარი თვითონ ატარებდა ავტობუსს.

ჩემმა ოჯახმა მაშინ ძალიან იწვალა ვიზაზე და გამოუვიდა კიდეც. მოგეხსენებათ, 90-იან წლებში ვიზის აღება ძალიან ძნელი იყო, შესაბამისად კი, თუ ვიზას აიღებდი, აუცილებლად უნდა წასულიყავი კიდეც, იმიტომ რომ, ეს შანსი შეიძლება აღარასოდეს გქონოდა.

მოკლედ, დედაჩემი მაშინ, 9 თვის ორსული იყო. სულ რამოდენიმე დღეში დავიბადებოდი. მგზავრობის დროს, ნერვიულობის გამო, დედამ სამშობიალო წყლები დაღვარა და.. ჩემი დაბადების დროც მოვიდა!

არ ვიცი როგორ მოახერხა ბატონმა ნუგზარიმ და მან, საავადმყოფოში წაგვიყვანა და ბებიაქალიც კი იშოვა (მოგეხსენებათ, მაშინ თურქეთში სახლში მშობიარობდნენ და ბებიაქალის მოძებნა ძნელი იყო).

ასე რომ, მშობიარობამ წარმატებით ჩაიარა და გავჩნდი. დღემდე, მისი დამსახურებით “სტამბულას” მეძახიან. დღემდე, როცა მხედავს ხოლმე სულ ესე მეძახის.

მერე ჩემს საბუთებზეც იწვალა. პირადად მან ჩააკრევინა ჩემი სურათი და ჩააწერინა ჩემი სახელი რამოდენიმე დოკუმენტზე.

თქვენი საიტის დახმარებით, მინდა მას პირადად მადლობა გადავუხადო. დღემდე, მისი ოფისით ვსარგებლობთ”.

წყარო

კომენტარები გამორთულია