თაკო ნაცვლიშვილი Victoria’s Secret-ის კასტინგის ფინალურ ეტაპზე გადავიდა

0
653

ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი Victoria’s Secret-ის კასტინგის ფინალურ ეტაპზე გადავიდა.

სოციალურ ქსელებში უკვე გამოჩნდა თაკო ნაცვლიშვილის მხარდამჭერი ჰეშტეგიც – #vsfs2017TAKO.

ამ დროის მონაცემებით, ფინალურ ეტაპზე გადავიდა 16 მოდელი.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და აღიარებული შოუსთვის კასტინგები ნიუ იორკშისამი დღეა მიმდინარეობს. Victoria’s Secret-ის ხელმძღვანელებმა დაახლოებით 300 მოდელი ნახეს.

ცნობილია, რომ ბრენდმა წლის ყველაზე მასშტაბური შოუსთვის სულ 25 მოდელი უნდა შეარჩიოს. მოხვდება თუ არა თაკო ნაცვლიშვილი ამ სიაში, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

 

კომენტარები გამორთულია