თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის პროექტის გამო შპს „არჯევანის“ ქონება ექსპროპრიაციას დაექვემდებარება

0
3141

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის პროექტის გამო შპს „არჯევანის“ ქონება ექსპროპრიაციას (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით ან მის გარეშე) დაექვემდებარება.
როგორც ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელის ნინო ჯავახაძის ბრძანებაში ვკითხულობთ, კომპანიის საკუთრებაში არსებული 4 991.00 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობიდან ექსპროპრიაციას მხოლოდ 536 კვ. მეტრი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა ექვემდებარება.

რაც შეეხება შეუთანხმებლობის მიზეზს, მესაკუთრეს მიაჩნია, რომ ავტომაგისტრალი 2.5 მეტრით უახლოვდება მის საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობას და უთანაბრდება მას. შესაბამისად, ვიბრაციამ და ხმაურმა შესაძლოა, შენობაზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს.

თბილისი-რუსთავის გზის რეკონსტრუქციის პროექტი 17.1 კმ სიგრძის 2-ზოლიანი გზის I კატეგორიის 4-ზოლიან გზატკეცილად გაფართოებას ითვალისწინებს, რომლის საპროექტო სიჩქარე საერთო დაგეგმილი სიჩქარით 120 კმ/სთ-ია.

კომენტარები გამორთულია