როგორი სათვალეა საჭირო იმისათვის, რომ მზის დაბნელებას უსაფრთხოდ უყუროთ

0
657

იმისათვის, რომ მზის სრულ დაბნელებას უსაფრთხოდ უყუროთ, საჭიროა თან იქონიოთ სპეციალური, NASA-ს მიერ რეკომენდირებული სათვალე.

დღესდღეობით მსგავს სათვალეს მხოლოდ 4 კომპანია აწარმოებს. დაუშვებელია ჩვეულებრივი მზის სათვალის გამოყენება აღნიშნულის ნაცვლად. მზის დაბნელებისთვის განკუთვნილი სათვალე არსებობს ორი სახის: ქაღალდის, რომელიც ქარის შემთხვევაში განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს და მყარი მასალისგან დამზადებული. ასევე, იმავე დანიშნულებით, თუმცა უფრო მეტი დეტალის სანახავად, შესაძლებელია სპეციალური ბინოკლის გამოყენებაც. აღსანიშნავია, რომ როცა მთვარე მთლიანად დაფარავს მზის დისკოს, შეუიარაღებელი თვალითაც უსაფრთხო იქნება ამის დანახვა. თუმცა ნაწილობრივი დაბნელების დროს, დაუშვებელია სათვალის გამოყენების გარეშე ამ მოვლენის ნახვა.

NO COMMENTS