რომელი ფირმის კომპიუტერებს მიიღებენ პირველკლასელები

0
528

ახალ სასწავლო წელს, პირველკლასელები საჩუქრად Acer-ის ფირმის პორტაბელურ კომპიუტერებს მიიღებენ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ცნობით, საქართველოს მასშტაბით, 15 სექტემბერს, ყველა საჯარო სკოლის პირველკლასელს პორტაბელური კომპიუტრი საჩუქრად გადაეცემა.

საჯარო სკოლებში დაახლოებით 50 300 პირველკლასელია რეგისტრირებული. კომპიუტერები დაურიგდებათ ასევე პირველკლასელების დამრიგებლებსაც. სამინისტრომ ჯამში 53 700 პორტაბელური კომპიუტერი შეიძინა.

კომენტარები გამორთულია