12 წლის ბიჭი, რომელსაც მშობლები ეძებდნენ, გამოჩნდა

0
2902

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოჯახი 12 წლის საბა კ.-ს ეძებდა. ის 18 აგვისტოს, ბათუმში, სახლიდან გავიდა. მოზარდის დედამ ხატია ბ.-მ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და საზოგადოებას დახმარებას სთხოვდა.

როგორც გაირკვა, დღეს ბიჭი უკვე სახლშია, თავადვე დაბრუნდა და ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა. ბიჭის დედა ყველას მადლობას უხდის გულისხმიერებისთვის.

ინფორმაციას მოზარდის სახლში დაბრუნების შესახებ  mshoblebi.ge ავრცელებს.

NO COMMENTS